|
2020-03-09 10:28:02, 2504 ნახვა
ეკონომიკა
იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7%-ით გაიზარდა
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში მსოფლიოს 39 ქვეყანაში 12,1 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ამავე პერიოდის იდენტური მაჩვენებელია. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 31 მლნ აშშ დოლარია, რაც 2019 წლის იანვარ-თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ექსპორტის ზრდის კარგი ტენდენცია დაფიქსირდა ევროპის ქვეყნების, ასევე იაპონიისა და კანადის მიმართულებით. სტაბილურია ასევე ბრენდისა და ჭაჭის ექსპორტი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღვინის ღირებულების ზრდის პროცენტული მაჩვენებელი აღემატება რაოდენობრივ მაჩვენებელს, რაც მიუთითებს, რომ ქართული ღვინის ფასი ინარჩუნებს ზრდის ტენდენციას“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია რუსეთი - 7.585.000 ბოთლი (-13%), უკრაინა - 1.314.750 ბოთლი (+35%) პოლონეთი - 1.1103.84 ბოთლი (+77%), ჩინეთი - 562.664 ბოთლი(-6%) და ყაზახეთი - 274.068 ბოთლი (-21%). 2 თვის მონაცემებით ექსპორტის ზრდა ფიქსირდება ევროპის ქვეყნების მიმართულებით: ლატვია - 230.730 ბოთლი (+30%), გერმანია - 150.862 ბოთლი (+53%), ლიტვა - 115.992 ბოთლი (+11%), ესტონეთი - 97.326 ბოთლი (+29%), შოტლანდია - 53.124 ბოთლი (100%), დიდი ბრიტანეთი - 35.046 ბოთლი (+349%), ნიდერლანდები - 21.006 ბოთლი (2593%) და ა.შ. ასევე აღსანიშნავია იაპონია - 16.512 ბოთლი (+86%), კანადა - 40.740 ბოთლი (+5%), ბელარუსი - 146.598 ბოთლი (+82%), მოლდოვა - 32.988 ბოთლი (+16%), სამხრეთ კორეა - 26.700 ბოთლი (+100%) და სხვა. წლის დასაწყისში ღვინის, ბრენდი, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტი 140-მა კომპანიამ განახორციელა. საანგარიშო პერიოდში 8,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 4,25 მლნ ბოთლი ბრენდია ექსპორტირებული (ზრდა 1%) და 272 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 102 ათასი ბოთლი ჭაჭა (ზრდა 20%). მთლიანობაში ღვინის, ბრენდი, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 46,8 მლნ აშშ დოლარი, რაც 7%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)