07:56 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-06 14:03:43, 3459 ნახვა

ეკონომიკა
საპენსიო აქტივებზე რეალური ამონაგების გაზრდის მიზნით, ინვესტიცია კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში ჩაიდო

საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საპენსიო აქტივებზე რეალური ამონაგების გაზრდის მიზნით, საპენსიო სააგენტომ განახორციელა 575 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია მაღალრეიტინგული ადგილობრივი ლიცენზირებული კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში.

მათი გადაწყვტილებით, 15 მილიონი ლარის ოდენობის საპენსიო აქტივები ეროვნულ ვალუტაში განათავსდა ბანკების ვადიან დეპოზიტებზეც.

ჯამური ინვესტიციების ოდენობა გადანაწილდა 7 კომერციულ ბანკში და გამოყენებული იქნა შემდეგი ფინანსური ინსტრუმენტები - დისკონტური და საპროცენტო სადეპოზიტო სერთიფიკატი და ვადიანი დეპოზიტები, ინვესტიციების ვადიანობა განისაზღვრა 2-5 წლიანი პერიოდულობით, ხოლო საშუალო ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 14.8%-ით განისაზღვრა.

 ასევე მომავალში გაგრძელდება მოლაპარაკებები ამ და სხვა ქართულ კომერციულ ბანკებთან.

ცნობისთვის, 2020 წლის თებერვალში, საინვესტიციო საბჭომ შეიმუშავა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი ყველა ტიპის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტისთვის, რომელიც კანონთან  შესაბამისობის შემოწმების მიზნით გაგზავნილია საქართველოს ეროვნულ ბანკში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics