|
2020-03-05 10:35:23, 1759 ნახვა
ეკონომიკა
აკაკი საღირაშვილი - კერძო სექტორთან შევთანხმდით, როგორი ფორმითა და ტრანსპორტით მოხდეს საქართველოში ბიტუმის უწყვეტი მიწოდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს შეეხება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტის - ბიტუმის უწყვეტი მიწოდების საკითხი განიხილეს. შეხვედრას მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი ხელმძღვანელობდა და მას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის, საბაჟო დეპარტამენტის, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, სს „საქართველოს რკინიგზის" სატვირთო გადაზიდვების მიმართულებისა და პროფილური ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ. აღნიშნული საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოში ბიტუმის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყანა ირანი კორონავირუსის გავრცელების მომეტებული საფრთხის შემცველ ქვეყნად იქნა აღიარებული. ირანიდან ბიტუმი საქართველოში, ძირითადად, სატვირთო ავტომანქანებით შემოდის, რომელთა გადაადგილების წესში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ცვლილება შევიდა და საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტებიდან შემომავალი გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პრევენციული ზომები ამოქმედდა. მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, საქართველო, ირანის სხვა მეზობელი სახელმწიფოების მსგავსად, პრევენციულ ღონისძიებებს მიმართავს. მისი თქმით, აუცილებელია, როგორც საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სხვა სამრეწველო მიზნებისთვის ბიტუმის შეუფერხებელი მიწოდება. შეხვედრის მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოში ბიტუმის მსხვილი იმპორტიორები და მომხმარებლები არიან, აღნიშნული პროდუქტის ქვეყანაში შემოტანისა და ტრანსპორტირების ალტერნატიულ გზებზე, აგრეთვე პრევენციული ღონისძიებების გატარების შედეგად ბაზარზე შექმნილ ვითარებაზე, მათ შორის, შემოტანის ვადებსა და ღირებულებაზე ისაუბრეს. „შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო. ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია, რაც ფორმით შეიძლება შემოვიდეს ბიტუმი საქართველოში, რა ტარიფით და რა ვადებში, მათ შორის, მულტიმოდალური სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში. ჩვენ სრული სურათი გვაქვს ბაზარზე არსებული ალტერნატივების შესახებ, ასევე ვადებისა და ფასების შესახებ. ვფიქრობთ, რომ ინდუსტრია თავად შეარჩევს ბიტუმის შემოტანის ოპტიმალურ ფორმას და სატრანსპორტო საშუალებას, რათა პროდუქტი ბაზარს უწყვეტად მიეწოდოს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)