|
2020-02-26 17:34:23, 1951 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ინსტიტუციები და პასუხისმგებლიანი ეკონომიკური პოლიტიკა
„ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ინსტიტუციები და პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020 წელს" განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი ინვესტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის რეპუტაცია და მაღალი ნდობა, რისთვისაც საჭიროა რეფორმების გაგრძელება. „როდესაც ვსაუბრობთ, რომ რეიტინგი გაგვიუმჯობესდა, ეს ნიშნავს იმას, რომ წლების განმავლობაში, სხვადასხვა კრიზისული სიტუაციების ან სხვადასხვა პოპულისტური ზეწოლის დროს, ხელისუფლება აღმოჩნდა მდგრადი მოკლევადიანი სტრესის მიმართ და ჩააბარა ე.წ. სტრეს ტესტი. ამ ყველაფერს მოსდევს შესაბამისი ნდობა და რეპუტაცია. სწორედ ამის თანმდევია ინვესტიციები, იაფი ფული, სხვადასხვა სახის დახმარებები. შესაბამისად, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს მაღალი რეპუტაციის მქონე. აქ იგულისხმება კანონის უზენაესობა, ინსტიტუტების გაძლიერება. რეგიონში ეს ადგილი უნდა იყოს მიმზიდველი როგორც ინვესტორისთვის, ისე ნებისმიერი ტურისტისთვის, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისა და კონფერენციებისთვის, პროფესიული თუ საერთაშორისო ფორუმებისთვის. ამისთვის ერთი მხრივ, ინსტიტუციები უნდა იყოს ძლიერი, მეორე მხრივ, ეკონომიკური პოლიტიკა უნდა იყოს პასუხისმგებლიანი და მდგრადი, არ უნდა იყოს მოწყვლადი პოლიტიკურ კონიუნქტურისა და ზეწოლის მიმართ. ზოგ შემთხვევაში, მწვავე კრიტიკის მიუხედავად, არ უნდა გადავუხვიოთ დასახულ მიზნებს. ჩვენ თუ ამას შევინარჩუნებთ, რასაკვირველია, საშუალო და გრძელ ვადაში შედეგი არ დააყოვნებს", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)