06:52 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 11:20:11, 1186 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავამ აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამუშაო შეხვედრა გამართა აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელთან შეინ როზენტალთან, რომლის  დროსაც განხილული იქნა აღნიშნულ საფინანსო ორგანიზაციასთან საქართველოს მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პროექტები.

 აღინიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ინკლუზიური ზრდისკენ. აგრეთვე მხარს უჭერს ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა მიზანს საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება წარმოადგენს. ითქვა, რომ ბანკი ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ეკონომიკური დერეფნების ჩამოყალიბებას.

შეხვედრაზე განხილული იქნა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებით. ითქვა, რომ ბანკი წარმატებით თანამშრომლობს როგორც საქართველოს საჯარო სექტორთან ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით, ასევე კერძო კომპანიებთან, განსაკუთრებით რეგიონებში.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები აკაკი საღირაშვილი და დავით თვალაბეიშვილი.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics