06:52 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-21 17:29:20, 2478 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა ტორონტოს უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტორონტოს  უნივერსიტეტის მუნკის სახელობის გლობალური ურთიერთობებისა და საჯარო პოლიტიკის სკოლის სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს შესახებ კვლევაზე მუშაობენ.

შეხვედრაზე ნათია თურნავამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სხვადასხვა უწყებების მიერ განხორციელებულ იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. მათ შორის, მინისტრმა უცხოელ სტუდენტებს გააცნო ისეთი პროგრამები, როგორიცაა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს," სტარტაპების განვითარებისა და  „აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე გრანტების პროგრამები, ასევე პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის," რომელიც უშუალოდ გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის, აგრეთვე თანამშრომლობისა და ნდობის მშენებლობისათვის საფუძვლის შექმნის მიზნით, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთობლივი წარმოებისა და პარტნიორული პროექტების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ნათია თურნავამ სტუდენტებთან ასევე დაწვრილებით ისაუბრა საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე,  ტურიზმისა და საკურორტო ზონების განვითარებაზე, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებაზე, საქართველოს, როგორც ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბის როლზე, ენერგეტიკული სექტორის განვითარებაზე და სხვა.

ტორონტოს  უნივერსიტეტის მუნკის სახელობის გლობალური ურთიერთობებისა და საჯარო პოლიტიკის სკოლის სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics