06:28 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-19 23:01:27, 1594 ნახვა

ეკონომიკა
ვლადიმერ დვორნიკი - საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს

„ჩემი აზრით, ეკონომიკური ურთიერთობების ის პოტენციალი, რომელიც გვაქვს, ამოწურული არ არის - მათი განვითარების კუთხით უზარმაზარი პოტენციალი არსებობს, - ამის შესახებ ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ დვორნიკმა მინსკში, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სასურველია და ბელარუსული მხარე ვალდებულია გაზარდოს საქართველოსთან საქონელბრუნვა.
„ვფიქრობ, ის, რაც ახლა გვაქვს, სამუშაოს მხოლოდ დასაწყისია.  ვიმედოვნებ, შემდეგ წელს უკეთესი ბალანსი გვექნება საქართველოსთან ყველა მიმართულებით", - აღნიშნა ვლადიმერ დვორნიკმა.
 

მისივე თქმით, ბელარუსული მხარე ასევე უზარმაზარ პოტენციალს ხედავს საქართველოს ტერიტორიაზე რძის პროდუქციის არა მარტო რეალიზაციის, არამედ წარმოების თვალსაზრისით.
 

მინსკში, ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა. კომისიაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველო-ბელარუსს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და სამომავლო აქტივიზაცია, ასევე თანამშრომლობა ტურიზმის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, მრეწველობის,  ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, რეგიონათაშორისო თანამშრომლობის სფეროებში და სხვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics