06:02 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-17 17:06:35, 1528 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

„თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ ბიზნეს და ეკონომიკის თემებზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებთან 2019 წელი შეაჯამა და ჟურნალისტებს გასული წლის განმავლობაში თიბისის მიღწევებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ვახტანგ ბუცხრიკიძემ შეხვედრაზე თიბისის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

შეხვედრის ძირითად თემებს  2019 წელს თიბისის ფინანსური მაჩვენებლები, საერთაშორისო ექსპანსია - აზერბაიჯანის და უზბეკეთის ბაზრებზე გასვლა, ეკოსისტემები, კომპანიის ეჯაილ ტრანსფორმაცია და სამომავლო გეგმები  წარმოადგენდა.   ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებს თიბისის ახალი სტრატეგიის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რაც მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივებას გულისხმობს.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც მედიის წარმომადგენლებს მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ვახტანგ ბუცხრიკიძისგან პასუხების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. ღონისძიებას  თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ქურდიანიც ესწრებოდა.

მსგავსი ფორმატის შეხვედრებს თიბისი მედიის წარმომადგენლებთან მუდმივად მართავს და მის მიზანს ჟურნალისტებისთვის ანგარიშის ჩაბარება და მათთვის საინტერესო თემებზე ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics