06:02 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-15 13:19:42, 3847 ნახვა

ეკონომიკა
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო - ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნა, 435 ათასი ბარელით/დღე-ღამეში, შემცირდება

„კორონავირუსის  შედეგები ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილებისათვის მნიშვნელოვანი იქნება. ივარაუდება, რომ მოთხოვნილება შემცირდება 435 ათასი ბარელით/დღე-ღამეში“, - ამის შესახებ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოში განაცხადეს.

სააგენტოში განმარტავენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ეს ნავთობზე მოთხოვნილების შემცირების პირველი შემთხვევა იქნება.

„კორონავირუსის  შედეგები ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილებისათვის მნიშვნელოვანი იქნება. ივარაუდება, რომ მოთხოვნილება შემცირდება 435 ათასი ბარელით/დღე-ღამეში 2020 წლის პირველ კვარტალში, რაც პირველი შემცირება იქნება ბოლო 10 წლის განმავლობაში. ჯამში 2020 წელს ჩვენ შევამცირეთ ნავთობზე მოთხოვნილების გლობალური ზრდის პროგნოზი 365 ათასი ბარელით დღე-ღამეში 825 ათას ბარელამდე/დღე-ღამეში, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2011 წლიდან", - ვკითხულობთ საერთაშორისო ნავთობის სააგენტოს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics