05:36 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-12 18:46:48, 1931 ნახვა

ეკონომიკა
დავით თვალაბეიშვილმა ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ინტეგრირებული სამოქმედო გეგმის საკითხებზე სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული სამოქმედო გეგმის განხილვაში მიიღო მონაწილეობა, რომლის შემუშავებაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებითა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით აღებული ვალდებულებითაა განსაზღვრული.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორი იანეს კოპაჩი, აგრეთვე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო და ექსპერტული წრეების წარმომადგენლები. 

აღინიშნა, რომ ეროვნულმა გეგმამ ენერგეტიკული გაერთიანების ხუთივე ასპექტი უნდა მოიცვას, მათ შორისაა, სოლიდარობის და თანამშრომლობის მეშვეობით ენერგეტიკული უსაფრთხოების და ენერგიის წყაროების დივერსიფიცირების უზრუნველყოფა, ენერგოეფექტურობის ამაღლება, ტექნიკური ბარიერებისა და ნორმატიული ბარიერების გარეშე ენერგიის თავისუფალი მიწოდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით ეკონომიკის დეკარბონიზაცია და სხვ.

შეხვედრაზე განისაზღვრა სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმადაც ჩამოყალიბდება პროფილური ჯგუფები მესამე სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, რათა საბოლოო ჯამში, საქართველომ საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ინტეგრირებული სამოქმედო გეგმა შეიმუშაოს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics