05:36 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-12 16:04:17, 1322 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი კოვზანაძე: საბანკო სექტორში დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა 2 მილიარდ ლარს აჭარბებს

„საბანკო სექტორში დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა მნიშვნელობა 2 მილიარდ ლარს აჭარბებს.  წელს   1 ივლისიდან  კი  დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი 5000-დან  15 000 ლარამდე გაიზრდება" -ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელ ოთარ ძიძიკაშვილთან  შეხვედრაზე განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მკაცრი ზედამხედველობა და ქმედითი დეპოზიტების დაზღვევის სისტემა   საფინანსო სექტორის მდგრადი განვითარების საფუძველია.

„2017 წლამდე, დეპოზიტების შესახებ კანონის მიღებამდე,  საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო არ არსებობდა. დღეს კი უკვე 2 მილიარდ ლარს აჭარბებს  დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა"- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტატისტიკურ მონაცემებს და წლების განმავლობაში დეპოზიტების დაზღვევის მზარდ ტრენდს. 

მთავარი აქცენტი, გაკეთდა დაგეგმილ საკანონმდებლო სიახლეებზე,  მათ შორის დეპოზიტების დაზღვევის ზღვარის გაზრდაზე. ირაკლი კოვზანაძე სააგენტოს,  ამჯერადაც  პარლამენტიდან სრულ მხარდაჭერას დაპირდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics