|
2020-02-01 10:25:22, 2898 ნახვა
ეკონომიკა
ნადარეიშვილი: სამუშაო ადგილების შექმნასა და ახალი სექტორების განვითარებაში სახელმწიფოს პროგრამები მნიშვნელოვან როლს ასრულებს
„ეკონომიკური ზრდის იმ ციფრებში, რომლებიც დღეს „საქსტატმა" გამოაქვეყნა, თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ყველა რეგიონს, მათ შორის იმერეთს", - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ქუთაისში, ადგილობრივ ბიზნესთან შეხვედრის დროს გააკეთა. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში იმერეთის რეგიონის ეკონომიკა მნიშვნელოვნად იზრდება. „შეიძლება ბევრი ფიქრობდეს, რომ ეკონომიკური ზრდა და მისი მაჩვენებლები პირდაპირ არ აისახება კონკრეტული ადამიანის საქმიანობაზე თუ კონკრეტული ბიზნესის განვითარებაზე, თუმცა, ეკონომიკური ზრდა შედგება სწორედ ახალი სამუშაო ადგილებისგან, ახალი სექტორების განვითარებისგან და ამ მიმართულებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფოს პროგრამებიც, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოში," ასევე ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის და ინვესტიციების მოზიდვის სხვადასხვა მიმართულებები" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ მისი თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ მეტი ინვესტიცია ჩაიდოს იმერეთის რეგიონის ეკონომიკაში. „ამისთვის არსებობს როგორც შესაძლებლობა, ასევე კონკრეტული ინსტრუმენტები სახელმწიფოს მხრიდან. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი, რომელიც გადავდგით და უკვე დავიწყეთ მისი ეფექტურად გამოყენება, არის ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შექმნილი საინვესტიციო დეპარტამენტი. მისი საშუალებით ვმუშაობთ როგორც უცხოელ ინვესტორებთან, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით შევიმუშავეთ სპეციალური კითხვარი, რომლის საშუალებით, მაგალითად, კონკრეტულად იმერეთის გუბერნიიდან მოგვეწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად არის განვითარების მეტი პოტენციალი, რა გამოწვევებია და რა არის მოსაგვარებელი" - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმაю მისი შეფასებით, იმერეთის რეგიონის სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებს შორის განსაკუთრებული როლი ენიჭება, პირველ რიგში, წყალტუბოს რეაბილიტაციის მასშტაბურ პროექტს, ასევე ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობის გაფართოებას და დაბალბიუჯეტიანი ავიარეისების განვითარებას. ირაკლი ნადარეიშვილმა დღეს ქუთაისში მონაწილეობა მიიღო სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „ღია დიალოგი ბიზნესთან", რომელსაც 150-მდე ადგილობრივი ბიზნესმენი ესწრებოდა.
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)