04:45 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 14:20:43, 2651 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატი - გასულ წელს საქართველოში მშენებლობის 10 749 ნებართვა გაიცა

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2019 წელს გაცემულია 10 749 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 5,3 პროცენტით მეტი) 7552,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 21,7 პროცენტით მეტი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნებართვების 71,1 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48,8 პროცენტი ქ. თბილისზე, 11,7 პროცენტი - აჭარის ა.რ.-ზე და 10,6 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 34,7 პროცენტი ქ. თბილისზე, 14,1 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, ხოლო 9,6 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.

სულ, 2019 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2547,9 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 21,8 პროცენტით მეტი) 2508 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 0,4 პროცენტით ნაკლები).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics