04:45 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 10:57:01, 1745 ნახვა

ეკონომიკა
გახარია: ეკონომიკის სამინისტრო გამოიტანს 100 დამატებით პროექტს, რომელიც სასარგებლო წიაღისეულის რესურსების პრივატიზებას ნიშნავს

„ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს პერიოდში გამოიტანს 100 დამატებით პროექტს, რომელიც ნიშნავს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების პრივატიზებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტროს ძირითადი ამოცანაა ყველა ის რესურსი, რომელიც დღეს არაეფექტურად არის გადანაწილებული სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში იყოს იდენტიფიცირებული და მაქსიმალურად ეფექტურად ჩაეშვას ეკონომიკაში.

„ამ ინიციატივასთან ერთად („100 შეთავაზება ბიზნესს“) ეკონომიკის სამინისტროში დაიბადა ძალზე კარგი ახალი იდეა, რომელიც აძლიერებს ამ მიმართულებას, იგივე მიდგომას სასარგებლო წიაღისეულის, როგორც 100 დამატებითი საინვესტიციო პროექტის შეთავაზების ბიზნესისთვის. მოგეხსენებათ, რომ ბუნებრვი რესურსების მართვა ეს არის ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტი. ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით დღეს სახელმწიფო ახორციელებს რამდენიმე ძალზე სერიოზულ რეფორმას, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ, სასარგებლო წიაღისეულის ეფექტური მართვა და ასევე ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისი დაცვა. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს პერიოდში გამოიტანს 100 დამატებით პროექტს, რომელიც ნიშნავს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების პრივატიზებას, ბიზნესისთვის შეთავაზებას, რომელიც მისცემს საშუალებას ქვეყნის ეკონომიკას, უახლესი წლების განმავლობაში დამატებით, დაახლოებით, 120 მილიონის ინვესტირების ბაზისი შექმნას, ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი და მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა ყველა ის რესურსი, რომელიც დღეს არაეფექტურად არის გადანაწილებული სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში ან საერთოდ არ არის იდენტიფიცირებული, იყოს იდენტიფიცირებული და მაქსიმალურად ეფექტურად ჩაეშვას ეკონომიკაში, მოხდეს მისი პრივატიზება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics