04:45 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 10:19:20, 1835 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - საქართველოს ეკონომიკამ დაამტკიცა, რომ ჩვენი ეკონომიკური გამძლეობა მაღალია გარე გამოწვევებისა და შოკების მიმართ

"ბოლო წლებში საქართველომ წარმატებას მიაღწია სხვადასხვა რეფორმებში, რომლებიც მხარს უჭერენ ეკონომიკურ ლიბერალიზაციას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას, ვაჭრობის ხელშეწყობას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და მიმზიდველი ბიზნეს კლიმატის შექმნას", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დონორთა ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტრო ეკონომიკის სხვადასხვა დარგში ცდილობს ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელებას. 

„ეკონომიკის სხვადასხვა დარგში ვცდილობთ განვახორციელოთ ყოვლისმომცველი რეფორმები, გავაძლიეროთ კონკურენცია გლობალურ ასპარეზზე და როგორც თავის სიტყვაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა  მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და კერძო სექტორს ემყარება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, საქართველოს მიღწევები კარგად არის ასახული საერთაშორისო რეიტინგებში, თუმცა მთავარი მიღწევა გასული წლის იანვარ-ნოემბერში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპია - 5,3%, რაც მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა.

„IMF-ის პროგნოზით, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, ძალზე კონსერვატიული შემფასებელია, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი, საშუალოდ 4,9%-იანი  ზრდის ტემპი მეზობელ ქვეყნებს შორის საშუალოვადიან პერიოდში (2020-2024). ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკამ დაამტკიცა, რომ ჩვენი ეკონომიკური გამძლეობაა მაღალია გარე გამოწვევებისა და შოკების მიმართ. თუმცა, გარე გამოწვევებმა და გარე შოკებმა შესაძლოა, გავლენა იქონიოს ჩვენს ეკონომიკაზე და ჩვენი ვალია, გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკური გამძლეობა შემდგომი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების საშუალებით. ეს არის ერთადერთი გზა პოტენციური გამოწვევების დასაძლევად და რისკების შესასრულებლად", - აღნიშნა დონორთა ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics