04:45 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-27 13:14:33, 2810 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისიმ“ მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული მობაილბანკი განაახლა

მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული თიბისის მობაილბანკი ვიზუალურად მთლიანად განახლდა. მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივების მიზნით, აპლიკაცია კიდევ უფრო მოქნილი, თანამედროვე და დახვეწილი გახდა. 

განახლებული მობაილბანკი უფრო მეტად მოერგო მომხმარებლის სურვილებს და საჭიროებებს.

რედიზაინის შედეგად შეიცვალა:

·         აპლიკაციის მთლიანი ვიზუალური სტილი;

·         აპლიკაციის მთავარი გვერდი, რომელიც კიდევ უფრო სადა გახდა;

·         დაემატა მუქი დიზაინის ვერსია;

·         დაიხვეწა „ხმოვანი ასისტენტის" ფუნქციონალი და ვიზუალური მხარე;

·         "ჩემი პროდუქტების" გვერდზე წინა პლანზე გამოვიდა ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფუნქციები;

·         საკრედიტო ბარათის მონაცემები და დაგროვებული ერთგული ქულები გამოვიდა მთავარ გვერდზე;

·         ბლოკირებული თანხების განყოფილება გაქრა და  ის ტრანზაქციების გრაფაში გაერთიანდა;

·         შეიცვალა "ჩემი ხარჯების" განყოფილების ვიზუალი სტილი.

თიბისის მობაილბანკი ასე მასშტაბურად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად განახლდა. აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის როგორც  app store-ზე, ისე -  google play-ზე.

მომხმარებლების ცხოვრების კიდევ უფრო გასამარტივებლად, აპლიკაციის რედიზაინის პროექტზე თიბისის მობაილბანკის გუნდმა 10 თვის განმავლობაში იმუშავა. ცვლილებები პროცესში მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის შედეგად დაინერგა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics