|
2020-01-23 10:11:21, 1731 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკული სიმძლავრეებისა და ექსპორტის პოტენციალის შეფასების დოკუმენტი, შესაძლოა, Siemens Energy-სთან პარტნიორობით შეიქმნას
საქართველოს ენერგეტიკული სიმძლავრეებისა და ექსპორტის პოტენციალის შეფასების დეტალური დოკუმენტი, რომელიც სატრანსპორტო და სატრანზიტო ასპექტებს სრულად დაფარავს, შესაძლოა, გერმანულ კონგლომერატ Siemens Energy-სთან პარტნიორობით შეიქმნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და Siemens Energy-ის აღმასრულებელი დირექტორისა და Siemens AG-ის მმართველი ბორდის წევრის მაიკლ სენის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ ადგილმდებარეობას და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, ასევე - ქვეყნის მოწინავე პოზიციებს ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში. მთავრობის მეთაურმა Siemens Energy-ის წარმომადგენლები ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს და წარმოების შესაძლებლობების გასაცნობად საქართველოში მიიწვია. "საქართველოს მეტად სტრატეგიული ადგილმდებარეობა გააჩნია რეგიონში მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით. ვისაუბრეთ იმაზე, როგორ შეიძლება ქვეყნის ელექტრიფიკაციის რუკის შექმნა ისე, რომ მან სრულყოფილად მოიცვას ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და სატრანზიტო ასპექტები. ყველაფერი პირველი ნაბიჯიდან იწყება და ბუნებრივია „სიმენსს" სურს ამ მიმართულებით იყოს ქვეყნის პარტნიორი ამ ძალისხმევებისა და ინიციატივების კონტექსტში",- აღნიშნა Siemens Energy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ სენმა. გერმანული მულტინაციონალური კონგლომერატი Siemens AG-ის ძირითადი მიმართულებებია ინდუსტრია, ენერგეტიკა, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურა. კომპანიას, რომლის წლიური შემოსავალი 27 მილიარდი ევროა, დასაქმებული ჰყავს 88 ათასი ადამიანი.
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)