04:19 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-22 10:23:27, 1954 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - საქართველოს იუსტიციის სახლებში რეგიონების მოსახლეობას ადგილზე აუხსნიან, რა შესაძლებლობები აქვს ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებს

„ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ სოფლად და ყოველდღიურ მძიმე შრომას ეწევიან, ნუ გაგვიკვირდება, მაგრამ საერთოდ არ იცოდნენ პროგრამის „აწარმოე საქართველოში" შესაძლებლობების შესახებ ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. 

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და დავალებით, ერთიანი ე.წ. ფრონტ-ოფისი შეიქმნება, რომლის შედეგად, მეწარმეობის ხელშეწყობის ყველა სამთავრობო პროგრამის შესაძლებლობების თაობაზე რეგიონებში ინფორმაციის ადგილზე მიტანა მოხდება, რათა არ დასჭირდეს ადამიანს ჩამოვიდეს თბილისში, სათაო ოფისში, რომ გაიგოს პროგრამის თაობაზე,

ტელეკომპანია „მაესტროს" გადაცემა „მაესტრო რეგიონებში" სტუმრობისას მინისტრმა განაცხადა, რომ მეწარმეობის სტიმულირების სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში", რომელსაც ამავე დასახელების სააგენტო ახორციელებს, პრემიერ-მინისტრის დავალებით, უპირატესად რეგიონებზე და მის განვითარებაზე იქნება მიმართული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics