03:54 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-30 16:51:52, 3810 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - მიმდინარე წლის ეკონომიკურ მიღწევებზე საუბრისას, რა თქმა უნდა, გამოვყოფდი პრივატიზების მასშტაბურ პროგრამას

„მდინარე წლის ეკონომიკურ მიღწევებზე საუბრისას, რა თქმა უნდა,  გამოვყოფდი დაჩქარებული,  მასშტაბური პრივატიზების პროგრამას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის 2019 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დაიწყო უპრეცედენტო და ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა „100 საპრივატიზაციო შეთავაზება ბიზნესს", რაც აქამდე აუთვისებელი ობიექტების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვას გულისხმობს.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, კიდევ ერთი მიღწევაა საკნონმდებლო დონეზე მიწის რეფორმის დაწყება და მიწის რეგისტრაციის დაჩქარება, რაც ამ რესურსსაც უფრო მეტად ჩართავს 2020 წელს ბრუნვაში.

„გარდა ამისა, ჩვენ დავიწყეთ წიაღის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც წიაღის მოპოვების ლიცენზიები უფრო აქტიურად გაიცემა და რაც მთავარია, აქცენტი იქნება გადამუშავებაზე - რომ არა მარტო მოვიპოვოთ  წიაღისეული ნედლი სახით, არამედ გადავამუშაოთ ქვეყანაშივე და ახალი სამუშაო ადგილები შევქმნათ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics