03:54 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-30 10:25:42, 1997 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავამ პემზის ბლოკის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ბორჯომში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში ინერტული მასალების ლიცენზიატი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვერში შპს „ა1 პემზას" საწარმო დაათვალიერა. მინისტრი გაეცნო თანამედროვე დასავლური ტექნოლოგიით პემზის ბლოკის დამზადების პროცესს, რომელიც სამშენებლო მიზნებით აქტიურად გამოიყენება და მაღალი თბოიზოლაციით ხასიათდება.

კომპანია ფლობს ლიცენზიას ოკამის ვულკანური წიდის საბადოზე და მოპოვებულ ნედლეულს იყენებს პემზის ბლოკის დასამზადებლად, რომელიც აქტიურად გამოიყენება სამშენებლო სამუშაოებში. კომპანია დამუშავებული რესურსით ამარაგებს ადგილობრივ ბაზარს.

კომპანიამ განახორციელა 3 000 000 ლარის ინვესტიცია. საწარმოს მშენებლობა დასრულდა 2019 წლის დეკემბერში.

შპს "ა1 პემზაზე" წიაღის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლებში გასცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფ. ოკამის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ოკამის" ვულკანური წიდის მოპოვებაზე. კომპანია ლიცენზიების მოქმედების ვადაში დაასაქმებს 48 ადგილობრივ მოქალაქეს. მომდევნო წლებში აღნიშნული კომპანია დასაქმებული ადამიანების რაოდენობას გაზრდის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics