03:33 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-27 18:34:35, 3096 ნახვა

ეკონომიკა
საკრებულომ თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ბიუჯეტის პროექტს მხარი 33-მდა დეპუტატმა დაუჭირა.

პროექტის დეტალები საკრებულოში თბილისის მერმა კახა კალაძემ და ვიცე-მერმა ირაკლი ხამალაძემ წარადგინეს.

სხდომას ბოიკოტის გამო ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მთლიანი მოცულობა  1 მილიარდ 21 მლნ  400 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 93 მლნ 769 ათასი ლარით არის  გაზრდილი.

მომავალ წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 431 მლნ 90 370 ლარი, ხოლო სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გათვალისწინებულია 317 მლნ 593 121  ლარი.

2020 წლის განმავლობაში ბიუჯეტის მოცულობა, გარდამავალი ნაშთის დამატების შემდეგ 1 მილიარდ 100 მლნ ლარს გადააჭარბებს, რაც ძირითადად გამოწვეულია შემოსავლების გადაჭარბებით.

ბიუჯეტს სესხებისა და გრანტების სახით დაემატება ჯამში დაახლოებით 320 მლნ ლარი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics