03:14 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-23 14:35:13, 1583 ნახვა

ეკონომიკა
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB ) მიერ ლიბერთი ბანკისთვის 15 მლნ ევროს სესხის დამტკიცებას „Credit Positive“ შეფასება მიეცა

Moody’s მიერ გამოქვეყნდა ‘Credit Outlook’ ანგარიში (MCO Publications, Moodys.com) სადაც აღნიშნულია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB ) მიერ ლიბერთი ბანკისთვის 15 მლნ ევროს სესხის დამტკიცებას სააგენტოს მიერ მიეცა “Credit Positive“ შეფასება.

ეს შეფასება ემყარება შემდეგ ძირითად ფაქტორებს:

მსგავსი ფინანსური ინსტრუმენტი პირველად დაუმტკიცდა ლიბერთი ბანკს. ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდა ეს ფინანსური ინსტრუმენტი მხოლოდ 2017 წელს მის მფლობელობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ.

ეს საკრედიტო ხაზი აუმჯობესებს ლიბერთი ბანკის პასივების სტრუქტურას, რაც მათ შორის განპირობებულია ბანკის პასივების ვადიანობის მნიშვნელოვანი გახანგრძლივებით.

ამ საკრედიტო ხაზის მეშვეობით ლიბერთი ბანკს მიეცემა საშუალება უფრო აქტიურად დააკრედიტოს მცირე და საშუალო ბიზნესი, იმის გათვალისწინებით რომ, მსგავსი ტიპის სესხები გაიცემა საშუალო ან გრძელი ვადით.  ეს თანხვედრაშია ბანკის მიერ გაცხადებულ ბიზნეს სტრატეგიასთან, რაც მიზნად ისახავს ბანკის საკრედიტო პორტფელის დივერსიფიცირებას კორპორატიული და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაცემული სესხების ხვედრითი წილის ზრდის მეშვეობით. 

ეს ფინანსური ინსტრუმენტი ასევე დაეხმარება ბანკს შემოსავლების დივერსიფიცირებაში, რაც თავის მხრივ უფრო სტაბილურს გახდის ბანკის ფინანსურ მაჩვენებლებს. 

მისასალმებელია ის ფაქტი, რომ კიდევ ერთი ქართული ბანკი აღრმავებს ურთიერთობას განვითარებაზე ორიენტირებულ მრავალმხრივ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან. როგორც წესი, ასეთი ორგანიზაციებისაგან მიღებული დაფინანსება ნაკლებად მგრძნობიარეა საბაზრო კონიუქტურისადმი, რაც ფინანსური სისტემის სტაბილურობის დამატებითი გარანტია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics