|
2019-12-19 20:24:07, 2134 ნახვა
ეკონომიკა
ტექინსპექტირების რეგლამენტში ცვლილება შევიდა, რომელიც 2020 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება
ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა, რომელიც 2020 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მიხეილ ხმალაძის განცხადებით, ცვლილებებით განისაზღვრა გარდამავალი ეტაპები. მისი თქმით, ავტომფლობელებს მიეცათ გონივრული ვადა, ხარვეზიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაკეთებლად და ამავე დროს, გამკაცრდა ისეთი ნორმები, რომლებიც ცალსახად მიმართულია გზებზე უსაფრთხოების ნორმების გასაუმჯობესებლად. ცვლილების თანახმად, კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორის) არსებობის ვალდებულება მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გავრცელდება, რომლებიც საქართველოში პირველად რეგისტრაციას 2020 წლის პირველი აპრილიდან გაივლიან. მათთვის სავალდებულო იქნება შემდეგი პარამეტრების დაცვა - CO-ს შემცველობის ევროპული სტანდარტი (0.5% და 0.3%), კატალიზატორის არსებობის მოთხოვნა და ლამბდა კოეფიციენტი (1 +-0,03). მიხეილ ხმალაძის განცხადებით, უკვე ჩატარებული ინსპექტირების შედეგებმა აჩვენა, რომ ავტოპარკის სიძველიდან გამომდინარე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საკმაოდ დიდი ნაწილი კატალიზატორის არსებობის ვალდებულებას ვერ დააკმაყოფილებს. ამდენად, ამ ეტაპისთვის, შეუძლებელად მივიჩნიეთ უკვე დარეგისტრირებული ავტომობილებისთვის კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორი) ვალდებულების გავრცელება, რომლის ხელახალი მონტაჟი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, რეალისტურია, რადგან 2020 წლიდან ამ ნორმის ამოქმედება ძალიან მტკივნეული იქნებოდა ჩვენი თანამოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის. სამაგიეროდ, გავამკაცრეთ წესები, რომლებიც უშუალოდ გამონაბოლქვის კონტროლს შეეხება," - განაცხადა მიხეილ ხმალაძემ. ცვლილების თანახმად, 2020 წლის პირველ აპრილამდე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ დადგინდა შემდეგი ეტაპები: • 2020 წლის 1 აპრილიდან - 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: მაღალ ბრუნზე და უქმ სვლაზე 0.7%; • 2021 წლის 1 იანვრიდან - 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: მაღალ ბრუნზე და უქმ სვლაზე 0.6%; • 2022 წლის 1 იანვრის შემდგომ: უქმ სვლაზე 0.5% და 0.3% მაღალ ბრუნზე. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის განცხადებით, გარდამავალი ეტაპების განსაზღვრა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს ეტაპობრივად შეაკეთონ საკუთარი ავტოტრანსპორტი, სანამ ტექინსპექტირებაზე გაატარებენ. ცვლილების თანახმად, 2021 წლის 31 დეკემბრამდე გადაიწია M1 და N1 ტიპის მსუბუქი ავტომობილებისთვის ცეცხლმაქრის, ამრეკლავი სამკუთხედის, სამედიცინო სააფთიაქო ყუთის ქონის და ხმაურის დონის განსაზღვრის ვალდებულებამ. მიხეილ ხმალაძის განცხადებით, მათი არსებობა მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე, ხოლო რაც შეეხება სატვირთო და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, მათთვის აღნიშნული საშეღავათო პირობები ისედაც არ ვრცელდება. ცვლილება შედის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ინსპექტირების პროცესშიც. მიხეილ ხმალაძის განცხადებით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთაც 2018 წლის პირველი იანვრის შემდგომ გადატანილი აქვთ საჭე და 2020 წლის პირველ აპრილამდე გაიარეს ან გაივლიან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, არ გავრცელდება რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვა ინსპექტირების აკრძალვასთან დაკავშირებით და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებას დაექვემდებარებიან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. რაც შეეხება 2020 წლის პირველ აპრილს, ამ თარიღიდან რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვა ამოქმედდება. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ტექნიკურ რეგლამენტში სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც შევიდა, რომელთა ნახვაც უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ვებგვერდებზე.
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)