|
2019-12-11 16:23:22, 1575 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ირაკლი ნადარეიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ახალ პოსტზე ის კურირებას გაუწევს სამინისტროს სისტემაში შემავალ სამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში", საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს. მინისტრის მოადგილე კოორდინაციას გაუწევს მეწარმეობის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამებში ჩართვის მსურველი კომპანიებისა და მოქალაქეების ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურების პროცესს. მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე ირაკლი ნადარეიშვილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოსტი ეკავა. კერძოდ, 2018 – 2019 წლებში ის იყო სტრატეგიული ანალიზის ჯგუფის უფროსი, მოგვიანებით კი სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე. სამინისტროს სისტემაში ირაკლი ნადარეიშვილი ბიზნესიდან მოვიდა. 2013 – 2016 წლებში ის საერთაშორისო კორპორაციის „Imperial Brands" - ის კორპორაციული დირექტორი იყო კავკასიასა და მოლდოვაში, ხოლო 2017 – 2018 წლებში საკონსულტაციო კომპანიის „Penton&Gramercy LLC" პარტნიორი და დირექტორი. ირაკლი ნადარეიშვილს სხვადასხვა წლებში ნამსახურები აქვს ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებში, როგორიცაა „Ernst & Young LLC", „IBG", სადაზღვევო კომპანია „ალდაგი", „იბერია დეველოპმენტი და სხვ. ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელიც 1993 - 1998 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა და ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში მიენიჭა, 2007 – 2008 წლებში გაერთიანებულ სამეფოში „Oxford Brookes University" - ში განაგრძო სწავლა, სადაც საერთაშორისო უძრავი ქონების მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. ირაკლი ნადარეიშვილი დიდი ბრიტანეთის შემფასებელთა სამეფო საზოგადოების - Royal Institution of Chartered Surveyors წევრია.
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)