02:05 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-29 13:45:55, 1473 ნახვა

ეკონომიკა
სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით რეფორმების მხარდასაჭერად, საქართველო საფრანგეთისგან 35 მლნ ევროს მიიღებს

დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა გაელე ასაიაგმა, ხელი მოაეწერეს შეთანხმებას საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის, რომლის საფუძველზეც სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად, საქართველო 35 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს მიიღებს.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოსთან თანამშრომლობს სოციალურ სფეროში 3-წლიანი (2018-2020) პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სოციალური მხარდაჭერისა და სოლიდარობის სისტემის განვითარება, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადეკვატური მომსახურების გაწევა, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფა, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გამოყოფილი რესურსების ოპტიმიზაცია, რომელიც გულისხმობს ავარიული შენობის დახურვას, საჭიროების მქონე ოჯახის შესაბამის საცხოვრებელში განთავსებას და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებას.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 35 მილიონი ევროს ოდენობის პირველი ტრანში მიმდინარე წლის დასაწყისში უკვე ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics