01:51 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 14:20:13, 1027 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში ადეკვატური პასუხი გაეცა ბევრ კითხვას, რომელიც შესაძლოა არსებობდეს საზოგადოებაში

„პარტიის თავმჯდომარის ინტერვიუში ადეკვატური პასუხი გაეცა ბევრ კითხვას, რომელიც შესაძლოა არსებობდეს საზოგადოებაში", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ  ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალიან სიღრმისეული და ძალიან გულწრფელი ანალიზი, რაც ალბათ, ყველამ დაინახა.

„მათ შორის ეს ანალიზი მოიცავდა პასუხს იმ რადიკალური ფრთის განწყობების მიმართაც, ვინც ასე ვთქვათ, თავისი რადიკალიზმით ცდილობს, დესტრუქცია შემოიტანოს დღევანდელ განვითარებაში", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, რაც შეეხება კონკრეტულ გზავნილებს, მისთვის, როგორც ეკონომიკის მინისტრისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა დასაქმებას.

„დიახ, სწორედ დასაქმება არის ჩვენი მთვარობის მთავარი პრიორიტეტი და ყველგან ვატარებთ ამ ხაზს, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის, პრივატიზების, საინვესტიციო პროცესების დაჩქარებაა, არამედ ეს ყველაფერი კეთდება ერთი მთავარი მიზნისთვის - გავზარდოთ დასაქმება და ეს ხაზი ასახულია ყველა ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში, დაწყებული განათლების რეფორმით და დამთვარებული თუნდაც მასობრივი პრივატიზებით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics