01:51 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-26 19:47:50, 2102 ნახვა

ეკონომიკა
თამარ იოსელიანი - 2020 წლის აუდიტს საქართველოს პორტები მომზადებული ხვდებიან

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. ვისაუბრეთ საქართველოს ნავსადგურების უსაფრთხოებასა და უშიშროებაზე, ასევე საზღვაო ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურების დანერგვაზე. აშშ-ს საელჩო აფინანსებს ჩვენს პორტებში აღნიშნული პროექტის პირველ ეტაპს - კვლევის კომპონენტს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავასა და აშშ-ის სანაპირო დაცვის ხელმძღვანელის ადმირალ კარლ ლეო შულცის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრა ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

თამარ იოსელიანის განცხადებით, შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ქართული ნავსადგურების აუდიტსაც. აშშ-ს სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ამოწმებს ჩვენს პორტებში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას. „2018 წლის აუდიტის დროს საქართველომ უმაღლესი შეფასება მიიღო. თამარ იოსელიანის თქმით, შემდგომ აუდიტს 2020 წლისთვის ველოდებით, რისთვისაც ქართული პორტები სათანადოდ მომზადებული არიან”. - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

"სასიხარულოა ჩვენთვის, რომ ადმირალმა კარლ შულცმა დაგვიდასტურა 2020 წელს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე (GIMG 2020) დასწრება," - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics