|
2019-11-21 11:44:48, 2425 ნახვა
ეკონომიკა
როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად-სპეციალისტის რჩევები
ტემპერატურის კლებასთან და ზამთრის მოახლოვებასთან ერთად, იმატა გათბობის სისტემების აქტუალურობამაც . გათბობის სხვადასხვა საშუალებები არსებობს, თუმცა ამ სტატიაში ყველაზე მოთხოვნად-ცენტრალური გათბობის სისტემებზე ვისაუბრებთ. ზამთარში მატულობს კომუნალური გადასახადებიც, ასევე აქტუალურია ეკოლოგიური პრობლემებიც, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გათბობის სისტემა ეკონომიურთან ერთად, ეკოლოგიური და რაც მთავარია უსაფრთხო იყოს. სამწუხაროდ ყოველ სეზონზე, გაუმართავი სისტემების და არასწორი მონტაჟის გამო, ხშირია უბედური შემთხვევები, რომლებიც ფატალურადაც სრულდება. გათბობის სისტემის სწორად შერჩევაში, ისე რომ უსაფრთხოც იყოს , ეკონომიურიც და ეკოლოგიურიც, საქართველოში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტის „გორგიას“ სპეციალისტი დაგეხმარებათ.
მისი თქმით, პირველ რიგში აუცილებელია სწორად იყოს შერჩეული გათბობის ქვაბი. გათბობის ქვაბი სრული ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით უნდა იყოს გაკეთებული, წყლისა და გაზის ფილტრებით აღჭურვილი, რათა მისი ნალექით დაბინძურება არ მოხდეს. ასევე აუცილებლად უნდა დამონტაჟდეს ელექტროენერგიის დამცავი, რადგან მისი მომარაგების შეწყვეტით ან ძაბვის ცვლილებით შეიძლება, ქვაბის პლატა დაზიანდეს. რაც მთავარია, გაყვანილობა სერტიფიცირებულმა პროფესიონალმა უნდა გააკეთოს, რადგან უსაფრთხოების გარდა მაღალტექნოლოგიური გათბობის ქვაბის შეძენის მიუხედავად, მონტაჟისას დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება, მისი ყველა „სიკეთე“ დაგაკარგინოთ. მეტი ეკონომიისთვის, სასურველია, იზოლაცია ხარისხიანი მილებით გაკეთდეს , უფრო კონკრეტულად, მეტალოპლასტმასის მილების გამოყენება თბოიზოლაციის შენარჩუნებასა და ნაკლები ელექტროენერგიის მოხმარებას უწყობს ხელს. მათში წყალი უფრო სწრაფად მიედინება, სითბოს არ კარგავს და რადიატორებამდე პირდაპირ ცხელ მდგომარეობაში მიდის. ასევე გასათვალისწინებელია, რომ თუ ქვაბს გარეთ აყენებთ, მილები აუცილებლად უნდა შეიფუთოს, რათა არ გაიყინოს.
გათბობის სისტემის მონტაჟისას გასათვალისწინებელია შენობის ფართობი. ფართობსა და გათბობის სისტემის სიმძლავრეს ერთმანეთს უნდა ესადაგებოდეს. ასევე გასათვალისწინებელია ირგვლის მდებარე ფართებში გათბობის სისტემებიც, ფანჯრების ზომა და კედლების სისქე. „გორგიას“ სპეციალისტი გათბობის ქვაბის რამოდენიმე მოდელს გირჩევთ: მაგალითად, ახალ ბრენდს-„დოლჩე ვიტას“ ქვაბებს, რომლებიც სპეციალურად საქართველოს პირობების გათვალისწინებითაა წარმოებული. ანუ სრულად მორგებულია ჩვენი გაზისა და წყლის წნევაზე. „დოლჩე ვიტას“ ქვაბი არის 24კილოვატიანი, და 160 მ²-მდე ფართობს ათბობს. ამ ეტაპზე ქვაბზე ფასდაკლებაა და მას საუკეთესო ფასად 1199 ლარად შეიძენთ „გორგიაში“. რაც შეეხება ეკოლოგიუ და ეკონომირ ქვაბებს, „გორგიაში“ კონდენსაციურ ქვაბებს გირჩევენ. კონდენსაციური ქვაბი მუშაობის პრინციპი შემდეგია: ქვაბიდან გამოტყორცნილი ცხელი ნამწვი პირდაპირ გარემოში არ გადის, ის კვლავ მოწყობილობაში ბრუნდება, წყალს აცხელებს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყოფა ბუნებაში. ამის გამო, გათბობის ეს სისტემა, ანუ კონდენსაციური ქვაბი, არაკონდენსაციურ ქვაბთან შედარებით, 15%-35%-ით ეკონომიური და 20-35%-ით ეკოლოგიურია. ცენტრალური გათბობის ეკონომიური ქვაბების წარმოების მიმართულებით ერთ-ერთ ლიდერ და წარმატებულ კომპანიებად „ეჯეა“ და „ბაიმაკი“ მიიჩნევიან. კომპანიებმა წლების განმავლობაში შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც გადასახადების შემცირებასა და გარემოზე ნაკლებად ზემოქმედებაზეა ორიენტირებული. ორივე უმსხვილესი კომპანია საქართველოში არსებულ გაზის წყლის და დენის სტანდარტებზე გათვლილ გათბობის სისტემებსაც აწარმოებს, რომლის ოფიციალური დილერი ჩვენს ქვეყანაში ჰიპერმარკეტი „გორგია“ გახდა. „გორგიას“ გათბობის სისტემების სპეციალისტები „ეჯეასა“ და „ბაიმაკის“ გარდა, „უნიკალის“ბრენდს უწევენ რეკომენდაციას, რომელიც იტალიაშია წარმოებული.
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



როგორც
ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)