|
2019-11-15 14:33:15, 3055 ნახვა
ეკონომიკა
სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული სამიტზე საქართველოს გამოცდილება წარმატებულად შეფასდა
14–15 ნოემბერს თბილისში სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული სამიტი გაიმართა. საქართველოში მისი ჩატარება სათემო ინტერნეტიზაციის წარმატებულმა პროექტებმა განაპირობა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა. საქართველოში სათემო ქსელების განვითარების პოლიტიკას სამიტის ფარგლებში სპეციალური პანელი დაეთმო და ქვეყნის გამოცდილება წარმატებულად შეფასდა. სამიტი გლობალური არაკომერციული ორგანიზაცია ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერი და თანაორგანიზატორი იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA). შეხვედრაზე მოხსენები გააკეთეს ევროპის პარლამენტის წევრმა ცვეტელინა პენკოვამ, ინტერნეტ საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის მთავარმა მრჩეველმა ჯეინ კოფინმა, სომხეთის მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის მინისტრის მოადგილემ არმენ აბროიანმა. სამიტის გახსნაზე მონაწილეებს მიესალმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ. მისი თქმით, ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს და გამოწვევას საინფორმაციო და საკომუნიკაციო სფეროს, მათ შორის, ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნულ პროცესებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სათემო ინტერნეტ ქსელების განვითარებას, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში. ნიკოლოზ ალავიძემ თავის გამოსვლაში საქართველოში სათემო ინტერნეტიზაციის წარმატებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღეს ინტერნეტი ხელმისაწვდომია თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში, ასევე ინტერნეტ ქსელი სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს ფშავ - ხევსურეთსა და გუდამაყრის ხეობაში. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა მხარეს, დონორებსა და მონაწილეებს და აღნიშნა, რომ აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ხეობებში მცხოვრებთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება სოფელ შატილთან 200 კვტ სიმძლავრის მშენებარე ჰესზე, რომელიც ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მნიშვნელოვან როლს შეიტანს როგორც რეგიონის განვითარებაში და ადგილობრივ მოსახლეობის ელექტროენერგიით მიწოდებას გააუმჯობესებს. ამავე დროს, ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, აღნიშნული ჰიდროსადგური ხელს შეუწყობს რეგიონში სათემო ინტერნეტ ქსელის მდგრადობას და მისი მეშვეობით ინტერნეტ სერვისების მოსახლეობისთვის უწყვეტად მიწოდებას. მსოფლიოში სათემო ინტერნეტ ქსელები ბოლო რამდენიმე წელია რაც შეიქმნა, როგორც რთულ მაღალმთიან გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში მდებარე დასახლებული პუნქტების ინტერნეტით უზრუნველყოფის იაფი, სათემო საზოგადოებაზე ორიენტირებული გზა. სათემო ინტერნეტიზაცია გულისხმობს ადგილობრივი თემის მიერ შექმნილ ინტერნეტ ქსელს, რომლის მთავარი პრინციპია, რომ თავად თემი განკარგავდეს შექმნილ ინტერნეტ ქსელს და წარმოადგენდეს მის საკუთრებას. აღნიშნულ მოდელში სახელმწიფოს, მისი უფლებამოსილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში, მსგავსი პროექტის ხელშეწყობისა და მხარდაჭერის როლი ეკისრება. მათ შორის, ფინანსური კონტრიბუციით, კონსულტაციებით, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და ა.შ. საქართველოს მთავრობამ სათემო ინტერნეტ ქსელების განვითარებას აღნიშნული პრინციპების დაცვით მხარი დაუჭირა. „ჩვენ ვხედავთ, როგორ ეხმარება ამ ტიპის ქსელები ტურიზმის პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას, ეხმარება ხალხს გაიგონ ევროპის ულამაზესი ადგილების შესახებ. დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ტურიზმისა და მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას საქართველოში," - განაცხადა ევროპის პარლამენტის წევრმა ცვეტელინა პენკოვამ. სამიტის ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივმა მონაწილეებმა განიხილეს სათემო ინტერნეტ ქსელების განვითარებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ტექნოლოგიები, საუკეთესო პრაქტიკები, სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები, ინფრასტრუქტურის გაზიარება, რადიოსიხშირული სპექტრი და სხვა.
(NS)
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)