|
2019-11-05 15:59:11, 1884 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრთან „შუა დერეფნის“ განვითარების შესაძლებლობები განიხილა
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრს ლი სიაოპენგს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო კავშირების განვითარების საკითხებზე, მათ შორის, „ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივის ფარგლებში. აღინიშნა, რომ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად, საქართველომ და ჩინეთმა მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს ყველა სატრანსპორტო დარგის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაში. კერძოდ, გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და ჩინეთის სატრანსპორტო კავშირები კიდევ უფრო განვითარდება, რათა უზრუნველვყოთ წვდომა მთავარ ბაზრებზე, ხელი შევუწყოთ მობილობას და ურთიერთკავშირებს ორივე მხარის სასარგებლოდ. მათ შორის, აზიასა და ევროპას შორის მოკლე და საიმედო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებისათვის, რაც თანხვედრაშია ,,Belt and Road" ინიციატივის ძირითად მიზნებთან. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებით დაინტერესებულია სარკინიგზო - მულტიმოდალური გადაზიდვების შემდგომი განვითარებითა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, იგივე შუა დერეფნის, გავლით რეგულარული ბლოკ-მატარებლების ინტენსივობის გაზრდით. აღინიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში შუა სატრანზიტო დერეფნის გამოყენება გაიზარდა. მხოლოდ 2018 წელს, გადაზიდული კონტეინერების რაოდენობამ მიაღწია 1332 TEUS- ს. უფრო მეტიც, 2019 წლის 9 თვის განმავლობაში უკვე მოხდა 1215 TEU -ს ტრანსპორტირება, რაც 2018 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 25.5% – ით მეტია. მინისტრმა აღნიშნა, რომ მატარებლის რეგულარული მიმოსვლის დაწყება ლიანიუნგანგის პორტიდან სტამბულამდე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია შუა დერეფნის გასავითარებლად. ამასთან, 2019 წლის ოქტომბერში საპილოტე ბლოკ-მატარებელი გამოემგზავრა ჩინეთის ქალაქ სიანიდან ჩეხეთის დედაქალაქის პრაღის მიმართულებით. სიანის ლოგისტიკური კომპანიები მოწადინებული არიან, ეს მიმართულება რეგულარული გახადონ. ნათია თურნავამ დეტალურად ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელსაც ქვეყნის მთავრობა ახორციელებს შუა დერეფნის პოპულარიზების მიმართულებით. მათ შორის, პირდაპირი საკონტეინერო გემის მიმოსვლის დაწყება უკრაინასთან, მემორანდუმის გაფორმება რუმინეთსა და აზერბაიჯანთან, რათა ბათუმსა და რუმინეთის პორტ კონსტანცას შორის რეგულარული საფიდერო მიმოსვლა დაიწყოს. ასევე მიმდინარეობს მუშაობა ბულგარეთთან საბორნე მიმოსვლის სიხშირის გაზრდაზე შავი ზღვაზე შეუფერხებელი მიმოსვლის უზრუნველყოფისათვის, რაც საშუალებას მოგვცემს, გვქონდეს უკეთესი წვდომა ევროპულ ბაზარზე და მოვიზიდოთ მეტი ტვირთი და სხვ. „ჩვენ გვაქვს ამბიცია, რათა შუა დერეფანი ევროპასთან ვაჭრობისთვის ჩინეთის პრიორიტეტულ მარშრუტებს შორის მოხვდეს," - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. შუა დერეფნის პოტენციალისა და მისი განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრმაც, მისი თქმით, აღნიშნულ მარშრუტს აქვს დიდი შესაძლებლობა და მას სჭირდება გამოყენება. ლი სიაოპენგმა გაიზიარა ქართველი კოლეგის შეთავაზება, შეიქმნეს მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს შუა დერეფნის შესაძლებლობების გაზრდასა და დღეს არსებული გამოწვევების აღმოფხვრაზე. შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობის გაძლიერებაზე ქვეყნებს შორის სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროში.
(NS)
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)