00:04 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-29 11:15:57, 2326 ნახვა

ეკონომიკა
ინფრასტრუქტურის სამინისტრო - კომპანია Meridian-მა ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა

Meridian Capital NL B.V-ი აცხადებს, რომ მოცემულ ეტაპზე არ გააჩნია ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანიამ სამინისტროს 28 ოქტომბერს მიმართა. 

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩვეულებისამებრ, ითვალისწინებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართ არსებულ მაღალ საჯარო ინტერესს და შეძლებისდაგვარად დროულად აწვდის საზოგადოებას დადასტურებულ ინფორმაციას პროექტის არსებული სტატუსისა და მისი განვითარების შესახებ. 

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ამერიკული კომპანია Conti International-ის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიდან გასვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად წარუდგინა კომპანია Meridian Capital NL B.V. 

Conti International-ის ჩამნაცვლებელი ახალი ინვესტორის მოწონების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა საინვეტიციო ხელშეკრულებით განისაზღვრა მიმდინარე წლის 29 ოქტომბრით. 

2019 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილობით მიმართა Meridian Capital NL B.V-ის წარმომადგენელმა, რომელმაც დაადასტურა, რომ Meridian Capital NL B.V-ს მოცემულ ეტაპზე არ გააჩნია ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა, რისთვისაც ითხოვა საქართველოს მთავრობისგან Meridian Capital NL B.V-ის მოწონების თაობაზე ყველა მიმდინარე პროცედურის შეჩერება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ითვალისწინებს Meridian Capital NL B.V-ის თხოვნას და გამოთქვამს მზადყოფნას მომავალშიც ხელი შეუწყოს სათანადო გამოცდილების, ფინანსური და საქმიანი რეპუტაციის მქონე ყველა ინვესტორს მიიღოს მონაწილეობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტში", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics