00:04 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-26 18:33:46, 3577 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, სავაჭრო კომპლექსი - „სითი მოლი საბურთალო“ ოფიციალურად გაიხსნება

„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ქალაქის ცენტრში, ვაჟა-შაველას N70-ში სავაჭრო კომპლექსი - “სითი მოლი საბურთალო” ოფიციალურად გაიხსნება.

120 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული, ენერგოეფექტური, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისი შენობა თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. აქვს ინოვაციური დიზაინი და წარმოადგენს მრავალფუნქციურ კომპლექსს. „სითი მოლი საბურთალო“ 200-ზე მეტ, უახლესი კონცეფციისა და გამორჩეული კოლექციების მქონე, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების მაღაზიებს, კაფეებს, რესტორნებს მოიცავს. მასში განთავსებულია საქართველოში უდიდესი კინოთეატრი-“კავეა სითი მოლი” ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი “ScreenX” დარბაზით. შენობაში განთავსებულია  უნიკალური კონცეფციის მქონე ბავშვთა გასართობი და ბოულინგის ცენტრები, ტექნიკის, ავეჯის, დეკორის, თავის მოვლის საშუალებებისა და პარფიუმერიის, ასევე სათამაშოების, წიგნების, სამკაულებისა და სასაჩუქრე მიმართულების ბრენდული მაღაზიები. სავაჭრო ცენტრი აღჭურვილია მიწისქვეშა ორ დონიანი, 1500 ავტომობილზე გათვლილი, ავტოსადგომით.

„საქართველოს ბანკი ხელ უწყობს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, რათა მხარი დაუჭიროს ბიზნესს, ხელი შეუწყოს მის  განვითარებასა და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას. მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ძლიერი ეკონომიკის საწინადარია. ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ მხარს ვუჭერთ თბილისში საკმაოდ მასშტაბური ახალი სავაჭრო ცენტრის პროექტის განხორციელებას. გვჯერა, რომ IG Development Georgia-სა და საქართველოს ბანკის ერთობლივი თანამშრომლობით პროექტი საკმაოდ წარმატებული იქნება “- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური  დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ.

 ინფორმაციისთვის, პირველად საქართველოში, „სითი მოლი საბურთალოს“, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა,  ეწვიოს და იშოპინგოს ცენტრში განთავსებულ პრემიუმ კლასის სივრცეში, სადაც განთავსებულია სხვადასხვა  ცნობილი წამყვანი ბრენდების კონცეპტუალური მაღაზიები. 2019 წლის ბოლომდე სავაჭრო და გასართობ ცენტრში გაიხსნება ცნობილი საერთაშორისო ბრენდების კვების ობიექტები. წლის ბოლომდე ფუნქციონირებას დაიწყებს სავაჭრო და გასართობ ცენტრთან არსებული „A კლასის“ ბიზნეს ცენტრი „სითი თაუერი“.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics