00:04 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-25 12:53:57, 2699 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი ბანკი ჯორჯიამ“ და ODDO BHF-მა სავაჭრო ოპერაციების ფინანსირების მიმართულებით ურთიერთანამშრომლობა დაიწყეს

„ვითიბი ბანკი ჯორჯიამ“ და ფრანკო - გერმანულმა საერთაშორისო ჯგუფმა ODDO BHF-მა სავაჭრო ოპერაციების ფინანსირების მიმართულებით ურთიერთანამშრომლობა დაიწყეს. ვაჭრობის ფინანსირებისათვის გამოყოფილი ხაზის ფარგლებში ბანკი მოახდენს თავის მომსახურებაში არსებული კომპანიების საექსპორტო და საიმპორტო სავაჭრო ოპერაციების დაფინანსებას.

„ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ კორპორატიული ბიზნესის დირექტორმა, ვლადიმერ რობაქიძემ, განაცხადა:

ODDO BHF - თან აღნიშნული თანამშრომლობის დაწყება ძალზედ მნიშვნელოვანი, თანმიმდევრული, მუშაობის შედეგია. მოხარულები ვართ, რომ უმსხვილეს საერთაშორისო ფინანსურ ჯგუფთან ერთად ხელს ვუწყობთ ქართული კომპანიების სავაჭრო საქმიანობის გაძლიერებას, კომპანიების წარმოდგენას საერთაშორისო ბაზრებზე და ჩვენი ბანკის  პოზიციების გამყარებას აღნიშნული ოპერაციების მიმართულებით. თანამშრომლობის დაწყება 150 წლიანი ისტორიის მქონე ევროპულ ფინანსურ ინსტიტუტთან ხაზს უსვამს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ მაღალ სანდოობას და დიდ გამოცდილებას სავაჭრო ოპერციების დაფინანსების მიმართულებით - განაცხადა ვლადიმერ რობაქიძემ.

ODDO BHF - ფრანკო - გერმანული საერთაშორისო ფინანსური ჯგუფია, რომელიც მომსახურების სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: კორპორაციები და კაპიტალის ბაზრები, კერძო კაპიტალის მართვა და აქტივების მართვა. საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით კი იგი ფარავს მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში არსებულ ბენეფიციარებს.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics