00:04 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-24 14:35:25, 1391 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს რკინიგზის“ ინიციატივით, პორტ კონსტანციდან ბათუმის პორტამდე გემის დანიშვნის შეთანხმებას ხელი მოეწერა

საქართველოს რკინიგზის ინიციატივით, შავ ზღვაზე, პორტ კონსტანციდან (რუმინეთი) ბათუმის  პორტამდე საპარტნიორო საკონტეინერო გემის დანიშვნისა და მიმოსვლის შეთანხმებას ხელი მოეწერა.  
სამმხრივი შეთანხმება სს ,,საქართველოს რკინიგზის“ შვილობილ კომპანიას ,,GR ლოგისტიკა და ტერმინალებს“, ,,აზერბაიჯანის კასპიის ზღვის სანაოსნოსა“ და რუმინულ კომპანია ,,გრამპეტს“ (GRAMPET) შორის გაფორმდა. 

"GR ლოგისტიკა და ტერმინალებსა“ და ,,გრამპეტს“ შორის გაფორმებული მემორანდუმი შავ ზღვაზე საფიდერო მიმოსვლას ისახავს მიზნად. მემორანდუმის თანახმად, ახალი რეგულარული საკონტეინერო გემი, ბათუმის პორტს, რუმინეთში კონსტანცას პორტთან უმოკლეს ვადებში  დააკავშირებს. გადაზიდვის პროცესის გამარტივებული პროცედურა, დერეფანში სატვირთო გადაზიდვის მოცულობის ზრდას  შეუწყობს ხელს. აღნიშნული მარშრუტის უპირატესობას,  საქართველოს გავლით,  ევროკავშირის ბაზართან პირდაპირი წვდომა წარმოადგენს. ჩინეთიდან ევროპის ბაზრისთვის განკუთვნილი სატრანზიტო ტვირთის გადაზიდვის დრო კი,  15 დღემდე შემცირდება. სატვირთო გადაზიდვებისა და ლოგისტიკის სფეროში ეფექტური და კვალიფიციური მომსახურება გლობალური ეკონომიკის ზრდაზე უდიდეს როლს თამაშობს. აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერით საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანია  ,,GR ლოგისტიკა და ტერმინალები“ საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს სარკინიგზო დერეფნის  კონკურენტუნარიანობის ამაღლების საქმეში. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია ,,გრამპეტი“ სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვების სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ევროპაში. ყოველწლიურად GRAMPET-ჯგუფს  თითქმის 22 მილიონი ტონა ტვირთი გადააქვს.  

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics