23:51 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-23 12:30:24, 1040 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა ბულგარეთის ტრანსპორტის მინისტრ როსენ ჟელიაზკოვს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბულგარეთის ტრანსპორტის, ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრს როსენ ჟელიაზკოვს შეხვდა. შეხვედრა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი საკითხებში სამომავლო თანამშრომლობა, როგორიცაა საბორნე და ფიდერული სერვისების განვითარება ბულგარეთს, რუმინეთს, უკრაინასა და საქართველოს შორის, კორიდორის დიგიტალიზაცია, ენერგეტიკული საკითხები და სხვა.

ამასთან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობასა და თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის ტრანსპორტისა და კომუნიკაციის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში.

თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი" საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით  ტარდება.

ფორუმში მონაწილეობენ სომხეთისა და უზბეკეთის ვიცე-პრემიერები, სხვა ქვეყნების ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრები, დიპლომატიური კორპუსისა  და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი,    აზიის განვითარების ბანკი, გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და სხვა) წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები. ფორუმის ფარგლებში 400-მდე B2B შეხვედრა გაიმართება.

ფორუმი წარმოადგენს მაღალი დონის დიალოგს მთავრობებსა და ბიზნესებს შორის. ასევე საუკეთესო პლატფორმაა სახელმწიფოს, ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics