23:51 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 18:54:13, 1889 ნახვა

ეკონომიკა
ბულგარეთის ტრანსპორტის მინისტრი: ჩვენ ვცდილობთ, განვავითაროთ შავი ზღვის და კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფანი

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" ბულგარეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიისა და კომუნიკაციების მინისტრმა როსენ ჟელიაზკოვმა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო ინფრასტუქტურის და ამ კუთხით საქართველოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პანელზე „სატრანსპორტო კავშირები - ტრანსფორმაცია აბრეშუმის გზის გასწვრივ და  მიღმა" აბრეშუმის გზის გასწვრივ ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესების პერსპექტივები განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. როგორც ბულგარეთის ტრანსპორტის მინისტრმა აღნიშნა, ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. „სწორედ ამიტომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი. და ეს არ გულისხმობს მხოლოდ შავი ზღვის გარშემო მყოფი ქვეყნების შეკრებას, არამედ ისეთი ქვეყნებისთვისაც,  როგორიცაა - გერმანია, აშშ და ა. შ რათა, მათაც დაინახონ ის პოტენციალი, რაც შავი ზღვის რეგიონში არსებობს. სატრანსპორტო კომუნიკაცია და კავშირი არის ერთ-ერთი საშუალება, რომ მოგვარდეს ყველა პოლიტიკური საკითხი, რომლის წინაშეც დღეს შეიძლება ქვეყნები იდგნენ", - აღნიშნა როსენ ჟელიაზკოვმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა შავი ზღვის და კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მნიშვნელობას. „მნიშვნელოვანი დერეფნების მეშვეობით ჩვენ ვცდილობთ, განვავითაროთ შავი ზღვის და კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფანი და ამ კუთხით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან, ვინაიდან დერეფანი არ გახლავთ მხოლოდ ინფრასტრუქტურული საკითხი, არამედ ეს უკავშირდება პოლიტიკურ თემასაც - ეს არის ფიზიკური და არაფიზიკური ბარიერების მოხსნა", - განაცხადა ბულგარეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიისა და კომუნიკაციების მინისტრმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics