23:51 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 16:33:30, 1621 ნახვა

ეკონომიკა
არველაძე: ქვეყანაში გაცილებით მეტი საერთაშორისო მცირე და საშუალო საწარმოები გვჭირდება, რათა მეტი ექსპორტი განვახორციელოთ

თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის რიგით მესამე ფორუმის ვაჭრობის პანელზე მოხსენებით გამოსვლისას,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ საერთაშორისო ვაჭრობასა და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

თავის სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ გლობალიზაციის პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და ამ კუთხით, მცირე და საშუალო საწარმოების ხელშემწყობ რეფორმებსა და სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა.

„საერთაშორისო ვაჭრობა ბიძგს აძლევს კერძო სექტორს განავითარონ ბიზნესები და ქვეყნებს - განავითარონ საკუთარი  ეკონომიკა. საერთაშორისო ვაჭრობა ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარეობს გლობალიზაციის პროცესები. მანძილები არ არის ბარიერი ქვეყნებს შორის ვაჭრობისათვის, ჩვენ ვვაჭრობთ მსოფლიოსთან და შესაბამისად, შესაძლებლობები რეალურად ამოუწურავია. ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, მცირე ეკონომიკისთვის, ერთადერთი არჩევანი რომელიც გვაქვს და ჩვენ ამ კუთხით უნდა ვიმოქმედოთ, არის ჩვენი ინტეგრირება მსოფლიო ეკონომიკაში. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი როლი ეკისრება მცირე და საშუალო საწარმოებს. გვაქვს კარგი განვითარების მიმართულებები მცირე და საშუალო საწარმოებში, არსებობს სახელმწიფო პროგრამები, ინიციატივები რომლებსაც ჩვენ უზრუნველვყოფთ როგორც მთავრობა, რათა მოხდეს მათი ინტეგრირება საერთაშორისო ვაჭრობაში, განვითარდნენ, გაიზარდონ და მოიტანონ უფრო მეტი ვაჭრობის მაჩვენებლები. საქართველოს მთავრობა ცდილობს, რომ მცირე და საშუალო საწარმოები უფრო საერთაშორისო გახდნენ. ქვეყანაში გაცილებით უფრო მეტი საერთაშორისო მცირე და საშუალო საწარმოები გვჭირდება, რათა უფრო მეტი ექსპორტი განვახორციელოთ. როდესაც გახდებიან საერთაშორისო, შეძლებენ მოიპოვონ პარტნიორები საერთაშორისო ბაზარზე და გაყიდონ თავიანთი პროდუქტი, იქნებიან ხარისხთან და ფასთან დაკავშირებით კონკურენტუნარიანები. საქართველო არის ის ადგილი სადაც ვთავაზობთ ყველაზე დაბალ საგადასახადო მაჩვენებლებს და ამიტომ საქართველო იყო და არის მიმზიდველი საერთაშორისო მოთამაშეებისთვის, რათა აწარმოონ საქართველოში" - განაცხადა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, რომელიც ქვეყანამ გააფორმა იზიდავს ინვესტიციებს დიდი ეკონომიკებიდან. „საქართველოს გააჩნია ლიბერალური ეკონომიკა მსოფლიოში და ჩვენ ვამაყობთ ამით. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ხელშეკრულებას და ამავე დროს გვაქვს ხელშეკრულება ხელმოწერილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს  იზიდავს ინვესტიციებს დიდი ეკონომიკებიდან", - აღნიშნა არველაძემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics