23:41 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 16:09:23, 1635 ნახვა

ეკონომიკა
გენადი არველაძე - ჩვენი მიზანია მომსახურების სფეროს გაციფროვნება 100%-იან ნიშნულზე ავიყვანოთ

თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  მოადგილემ გენადი არველაძემ საჯარო სექტორში მომსახურების ელექტრონული სერვისის  მიღების განვითარების შესახებ ისაუბრა. გენადი არველაძის განცხადებით,   ციფრული გზით მომსახურების სფეროში სახელმწიფომ დიდ წარმატებას მიაღწია.

„დიჯიტალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების მოგვარებისთვის რომელიც ბიზნესების განვითარების გზაზეა. სერიოზული პროგრესი გვაქვს  საჯარო სექტორიდან მომსახურეობის ციფრული გზით მიღების კუთხით, ჩვენ გვინდა ეს ნიშნული 100%-ზე ავიყვანოთ. დღეს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ როგორც საჯარო დაწესებულებებიდან, ასევე  სახლიდან ან ოფისებიდან საჯარო  მომსახურეობა  ციფრული გზით მიიღონ, რაც  მათ კონკურენტუნარიანობას ხელს უწყობს.

გენადი არველაძის განცხადებით,  სახელმწიფო  მცირე და საშუალო ბიზნესების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას მხარს უჭერს.

„ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს,  მხარს ვუჭერთ მათ ინოვაციურ განვითარებას, მათ შორის კვლევების მიმართულებით, ჩვენ ვაძლევთ საშუალებას  რომ მათი იდეები ბიზნესში გამოიყენონ“, -განაცხადა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  მოადგილემ გენადი არველაძემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics