23:41 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-21 13:21:57, 1994 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: თბილისი მზადაა, აბრეშუმის გზის ფორუმს მაღალ დონეზე უმასპინძლოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ყველა ის ლოკაცია დაათვალიერა, სადაც 22-23 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართება, რომლის მუშაობაშიც 60-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 2000 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.  

ფორუმი ოფიციალურად თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიხსნება. გახსნის ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ფორუმის საპატიო სტუმარი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესის სკოლის ეკონომიკის პროფესორი ნოურიელ რუბინი. ფორუმის სხვა ღონისძიებები „ბილტმორსა" და „რედისონში" გაიმართება.

„ჩვენ მზად ვარ, აბრეშუმის გზის ფორუმს მაღალ დონეზე ვუმასპინძლოთ. წლევანდელი ფორუმი რეკორდულია მონაწილეების რაოდენობის თვალსაზრისით - 2000-ზე მეტ მონაწილეს ვმასპინძლობთ, რაც მართლაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნული  კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ისტორიული აბრეშუმის გზის მნიშვნელობა და კონცეფცია კვლავაც ძალიან აქტუალურია მრავალი ქვეყნისთვის. საქართველო ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა აბრეშუმის გზის არეალში და იყო მნიშვნელოვანი კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის ტვირთბრუნვის მიმართულებით. აღნიშნული ფუნქცია საქართველოსთვის დღესაც ძალიან აქტუალურია. სავაჭრო ურთიერთობები, სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირები, ენერგეტიკული დერეფნები - ჩვენ ფორუმზე ყველა ამ მნიშვნელოვანი მიმართულების შესახებ დისკუსიას გავმართავთ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავას თქმით, სატრანსპორტო დერეფანი, რომლითაც საქართველო აკავშირებს ევროპას და აზიას, ჩვენს ქვეყანას აძლევს მეტი ინტეგრაციისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი წელს მესამედ გაიმართება. ფორუმი აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ის  მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც  აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონალური ვაჭრობის სფეროში.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics