23:41 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-19 10:32:49, 4035 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი, 2021 წელს ვუმასპინძლოთ აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი, 2021 წელს ვუმასპინძლოთ აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, როდესაც მან ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ეს იქნება მნიშნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოსთვის, რადგან აღნიშნულ ფორუმს ყოველ წელს ესწრებიან მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლები.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. აზიის განვითარების ბანკი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფინანსო ინსტიტუტია მსოფლიოში და მის ყოველწლიურ შეხვედრას ესწრება მინიმუმ 5000 ადამიანი, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან. ბანკის პრეზიდენტმა  ჩვენ მხარდაჭერა აღგვითქვა და აღნიშნა, რომ მიესალმება ამ ფორუმის თბილისში ჩატარების შესაძლებლობას, თუმცა უნდა ჩატარდეს კენჭისყრა. ვფიქრობთ 15 ნოემბრამდე ეს კენჭისყრა ჩატარდება და ჩვენ გვეცოდინება ზუსტი სურათი. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შანსი ყველაზე მაღალია სხვებთან შედარებით.  კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოსთვის", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics