23:41 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-19 10:01:00, 3196 ნახვა

ეკონომიკა
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“-ს ენერგეტიკის პანელს მოდერატორობას „ბლუმბერგ ევროპა“-ს დირექტორი კონსტანტინ კოტზიასი გაუწევს

22 ოქტომბერს „თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმი"-ს პანელს „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის უსაფრთხოება და მდგრადობა" მოდერაციას „ბლუმბერგ ევროპა"-ს დირექტორი/„ბლუმბერგ ლონდონი"-ს თავმჯდომარე კონსტანტინ კოტზიასი გაუწევს.

კონსტანტინ კოტზიასი კომპანიის საგარეო ურთიერთობების გლობალური ხელმძღვანელი, Bloomberg Trade Repository-ის აღმასრულებელი დირექტორი და Bloomberg Tradebook-ისა და Bloomberg Multilateral Trading Facility-ის დირექტორია. ის ლონდონის მერის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოსა და პრემიერ-მინისტრის ბიზნესმრჩეველთა საბჭოს წევრია. მანამდე კონსტანტინ კოტზიასი „ბლუმბერგ"-ის იურიდიული და მარეგულირებელი ახალი ამბების და კვლევის განყოფილების აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებდა. „ბლუმბერგს", როგორც საბჭოს ხელმძღვანელი, 2001 წელს შეუერთდა.

„ბლუმბერგ"-ში მოღვაწეობამდე ბ-ნი კოტზიასი მუშაობდა შერწყმა-გაერთიანებისა და შესყიდვების უფროს იურისტად Denton Wilde Sapte-ში (დღევანდელი Dentons), გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ იურიდიულ ფირმაში. მისი საქმიანობა მოიცავდა კონსულტაციებს შერწყმა-გაერთიანების, შესყიდვების, ერთობლივი საწარმოსა და საწყისი საზოგადოებრივი შეთავაზების (IPO) საკითხებზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მედიის, ტელეკომუნიკაციების, ტექნოლოგიისა და ენერგეტიკის სფეროში. 1998-2000 წლებში იყო Denton Wilde Sapte-ს მოსკოვის ოფისის მთავარი მრჩეველი.

ფლობს ბაკალავრის ხარისხს თანამედროვე ისტორიასა და პოლიტიკაში, არის ლონდონის ეკონომიკის სკოლის (ლონდონის უნივერსიტეტი) სამართლის კურსდამთავრებული. კონსტანტინ კოტზიასმა მიიღო ინგლისური სამართლის საზოგადოების წარჩინების დიპლომი, ის ინგლისისა და უელსის უზენაესი სასამართლოს ადვოკატია.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics