23:32 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-11 15:56:29, 3247 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებთან არსებული გამოწვევები განიხილა

საქართველოს ბიზნესის წინაშე დღეს არსებული გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები განიხილეს დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და საქართველოში მოქმედი ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებმა. შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ბექა ლილუაშვილი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე და სხვა ოფიციალური პირები.

შეხვედრის მიზანი იყო, სამინისტროს ხელმძღვანელობას უშუალოდ ბიზნესგაერთიანებებისგან მოესმინა მთავარი პრობლემური საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც მათთვის ყველაზე პრიორიტეტულია.

შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობისთვის მნიშვნელოვანია იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებს ბიზნესს, რათა შემდეგ დროულად მოხდეს მათი მოგვარება. ნათია თურნავას თქმით, პრემიერის დავალებით გააქტიურდება კომუნიკაცია ბიზნესთან. მისი თქმით, შემდგომ შეხვედრებზე უკვე კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებების განხილვა მოხდება, რომელთაც სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბიზნესის ჩართულობის გაზრდაზე ისეთი ნორმატიული ბაზის ცვლილებებისას, რომელიც ბიზნესის საქმიანობის რეგულირებას შეეხება. ასევე ხაზი გაესვა საერთო სასამართლოებში გაჭიანურებული ბიზნეს დავების საკითხს და სხვა აქტუალურ საკითხებს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics