23:22 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-11 14:31:35, 2166 ნახვა

ეკონომიკა
არველაძე: საქართველო ასრულებს რეგიონული ჰაბის ფუნქციას და ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანში მნიშვნელოვანი რგოლია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით,  აბრეშუმის გზის ფორუმმა, წინა ფორუმებთან შედარებით, მეტი მასშტაბურობა შეიძინა და წელს არის სიახლეც - ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიც არის  ევროპის საინვეტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი და გაეროს ოფისი ფორუმის ფარგლებში  სხვადასხვა ღონისძიებებს განახორციელებენ.

2019 წლის 22-23 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილი აბრეშუმის გზის ფორუმის შესახებ გენადი არველაძემ მედიის წარმომადგენლებთან სასტუმრო „ბილტმორში" ისაუბრა, სადაც დღეს ფორუმის საორგანიზაციო შტაბი გაიხსნა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, საქართველო ასრულებს რეგიონული სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული და სამრეწველო ჰაბის ფუნქციას და მნიშვნელოვანი რგოლია ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანში. მისი თქმით, საქართველოს ჩართულობა ამ მასშტაბის პროექტში ზრდის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს საქართველოსა და პროექტში მონაწილე სახელმწიფოებს შორის, ასევე  ხელს უწყობს დამატებითი პოტენციური ინვესტორების მოზიდვას.

„წელს გვეყოლება ბევრი ისეთი პოტენციური ინვესტორი, რომლებიც პირველად სტუმრობენ საქართველოს და მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის ფარგლებში ის საერთაშორისო ინვესტორები, რომლებიც დაფუძნებულნი არიან და უკვე საქმიანობენ საქართველოში, მათ გააცნობენ ჩვენს ქვეყანაში მრავალწლიანი მუშაობის  გამოცდილებას, რაც იქნება კარგი მოტივაცია ცნობიერების ამაღლებისა და მომავალში დამატებითი უცხოური ინვესტიციების განხორციელებისთვის", - განაცხადა გენადი არველაძემ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics