|
2019-10-07 17:02:30, 1483 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: სასიამოვნო იყო გერმანელი ბიზნესმენებისგან იმ დადებითი მხარეების შესახებ მოსმენა, რაც შეიძლება უცხოელ ინვესტორებს შევთავაზოთ
პრეზიდენტ შტაინმაიერის მხრიდან დღეს ძალიან ძლიერი მხარდაჭერის მესიჯი მოვისმინეთ, როცა ბრძანა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი გარემოა, ბევრი გერმანული კომპანიაა წარმოდგენილი და მოუწოდა გერმანულ ბიზნესებს, უფრო მეტი მათგანი დაინტერესდეს საქართველოთი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქართული და გერმანული ბიზნესკომპანიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა. ქართულ მხარეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობდა, ხოლო გერმანულ მხარეს ქვეყნის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. „გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა მომეცა, საკმაოდ ფართო ბიზნეს აუდიტორიასთან მესაუბრა. უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის პრეზიდენტის მხრიდან ძალიან ძლიერი მხარდაჭერის მესიჯი გაჟღერდა. ბატონმა შტაინმაიერმა ბრძანა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი გარემოა და ბევრი გერმანული კომპანიაა წარმოდგენილი. მანვე მოუწოდა გერმანულ კომპანიებს, რომ უფრო მეტი გერმანული ბიზნესი დაინტერესდეს საქართველოთი", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე განცხადებით, ყველაზე საინტერესო იყო, რომ თვითონ საქართველოში მოღვაწე კომპანიებმა და გერმანელმა ინვესტორებმა ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ იმ ბიზნესგარემოსა და იმ შესაძლებლობაზე, რაც შეიძლება შევთავაზოთ გერმანულ ბიზნესს. „თუმცა ყველაზე სასიამოვნო იყო თვითონ გერმანელი ბიზნესმენებისგან იმ დადებითი მხარეების მოსმენა, რაც შეიძლება შევთავაზოთ უცხოელ ინვესტორებს ", - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ტურიზმის სექტორს და აღინიშნა, რომ გერმანიიდან სულ უფრო მეტი ტურისტი შემოდის გერმანიიდან.
(NS)
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)