|
2019-10-07 14:05:25, 1235 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance-მა „თიბისი“ საქართველოში ყველაზე უსაფრთხო ბანკად დაასახელა
გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემამ Global Finance-ი მსოფლიოს 110 ქვეყანაში ყველაზე უსაფრთხო ბანკები დაასახელა. საქართველოში ეს ჯილდო თიბისიმ მიიღო. Global Finance-მა ბანკები შეარჩია უცხოური ვალუტის გრძელვადიანი შეფასების სისტემით Moody’s-ის, Standard & Poor’s– ისა და Fitch–ისგან, ასევე, მსოფლიოს 1000 უმსხვილესი ბანკის მთლიანი აქტივებისგან. „ბიზნესსაქმიანობა ახლა უფრო გლობალურად არის გადაჯაჭვული, ვიდრე ოდესმე, ეს დიდ და მცირე კორპორაციებს ახალ ბაზრებზე გასვლისკენ უბიძგებს. ჩვენ ვთავაზობთ ამ სიას, რათა კორპორატიულმა ფინანსურმა აღმასრულებლებმა საუკეთესო პარტნიორები იპოვონ თითოეულ ქვეყანაში, სადაც ისინი საქმიანობენ.” - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ. „ჩვენ გვეამაყება, რომ 2019 წლის ყველაზე უსაფრთხო ბანკად დაგვასახელეს, ეს არის ჩვენი ძლიერი კაპიტალის და მდგრადი ბიზნეს მოდელის აღიარება. თიბისი ბანკი 25 წელზე მეტია რაც არსებობს და დაარსების დღიდან, ჩვენ სანდო პარტნიორი და საიმედო ფინანსური სერვისების მიმწოდებლები ვართ ჩვენი საცალო მომხმარებლებისთვის და ბიზნეს პარტნიორებისთვის.” - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა. საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი Global Finance 1987 წელს დაარსდა და ის 50,000-იანი ტირაჟით გამოიცემა მსოფლიოს 188 ქვეყანაში. Global Finance-ის მკითხველებს წარმოადგენენ ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საინვესტიციო და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე. ჟურნალის ვებ-გვერდზე (GFMag.com) გამოქვეყნებული სტატიები და ანალიტიკური მასალა ასახავს 32-წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე და მკითხველს სთავაზობს მნიშვნელოვან ინფორმაციასა და მონაცემებს 192 ქვეყნის შესახებ. ჟურნალის მთავარი ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს, მისი ფილიალები კი წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. წლების განმავლობაში, თიბისი ბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.
(R)
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)