|
2019-10-07 13:32:41, 1216 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა გერმანიის ეკონომიკისა და ფედერალური მინისტრის მოადგილე თომას ბარაისს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური მინისტრის მოადგილეს თომას ბარაისს შეხვდა. შეხვედრა გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განსაკუთრებულად აღნიშნა გერმანიის განვითარების ორგანიზაციების - გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და სხვა გერმანული ინსტიტუტების როლი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. ნათია თურნავა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გასულ წელს გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით რეგულარული ბიზნეს მრგვალი მაგიდის ფორმატის ჩამოყალიბებაზე. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ბოლო 2 წელიწადში 4 ბიზნეს ფორუმი ჩატარდა, რომელთა თემატიკაც მოიცავდა ისეთ სექტორებს, როგორიცაა ლოგისტიკა და ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა და სხვ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გერმანია წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას. 2018 წლის სტატისტიკური მაჩვენებლების შესაბამისად, გერმანია მე-8 ადგილზეა ბრუნვის მიხედვით უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის. ხსენებულ პერიოდში, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 482 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება 2019 წლის 8 თვის მაჩვენებელს, გერმანია კვლავ მთავარი სავაჭრო პარტნიორების ათეულშია და კვლავ მე-8 ადგილი უკავია, ხოლო სავაჭრო ბრუნვამ 318 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ასევე აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ინვესტიციების სფეროში, რასაც ის ფაქტიც მოწმობს, რომ ქვეყანაში გერმანული ინვესტიციით შექმნილი 250-ზე მეტი კომპანია ფუნქციონირებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც საქართველო იღებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით. აღინიშნა, რომ შეთანხმებამ როგორც ორმხრივი, ასევე ევროკავშირთან მთლიანობაში, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა და ურთიერთობის მაღალ საფეხურზე აიყვანა. ნათია თურნავამ გერმანულ მხარეს მადლობა გადაუხადა მენეჯერების გლობალური სასწავლო პროგრამაში „შესაბამისობა გერმანიასთან პარტნიორობისთვის" საქართველოს ჩართულობის ხელშეწყობისთვის. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა შესანიშნავი შესაძლებლობაა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის, რათა მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას დიდად წაადგება საქართველოსა და გერმანიის ბიზნეს წრეებს შორის ურთიერთობის განვითარება.
(NS)
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)