23:10 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-04 15:58:09, 3171 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: ჩვენ უნდა მოვხსნათ ყველა ის წინაღობა, რაც ქართულ ბიზნესს აქვს ინვესტიციებისკენ სავალ გზაზე

პრემიერ-მინისტრისგან ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებმა და პირველ რიგში, ეკონომიკის სამინისტრომ, მივიღეთ კონკრეტული დავალება, გავააქტიუროთ კომუნიკაცია ბიზნესთან,  - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემაში „მაესტროს ბიზნეს თაიმი" საუბრისას განაცხადა,

მინისტრის თქმით, კომუნიკაცია უნდა მოხდეს არა ზოგადად ბიზნესთან, არამედ კონკრეტულ სექტორებთან, გამოიკვეთოს ის ძირითადი გამოწევები, რაც დღეს ბიზნესს უდგას და მოინახოს მათი გადაწყვეტის გზები.

„ჩვენ უნდა მოვხსნათ ყველა წინაღობა, რაც ქართულ ბიზნესს ეღობება ინვესტიციების განხორციელების გზაზე. ჩვენი სამინისტრო თავისი ფუნქციიდან გამომდინარე უნდა იყოს ქართული წარმოების დამცველი, ქომაგი და ლობისტი და ჩვენ ვამბობთ, რომ შევასრულებთ ამ საპატიო მისიას. სწორედ ამ მიზნით, მომავალი კვირიდან, ვიწყებთ შეხვედრებს ბიზნესთან. პირველი შეხვედრა გაიმართება ყველა წამყვანი ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელობასთან, რომელთაც გვინდა ვთხოვოთ, რომ წარმოადგინონ ის მთავარი 3-4 პრობლემა, რომელიც მათ წევრ-კომპანიებს აწუხებთ. ამის მერე კი უკვე დარგებს შევხვდებით", - აღნიშნა ნათია თურნავამ

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics