22:59 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-01 16:30:44, 1164 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: ფოთის ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - ეს არის 500 ახალი სამუშაო ადგილი

„დღევანდელი პროექტი იმის ნათელი მაგალითია, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდროს, გააძლიეროს და განავითაროს თავისი ადგილი ჩვენს ევრაზიულ კორიდორში, რეალურად გავხდეთ ჰაბი", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ფოთის ნავსადგურში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით,  მთავრობა - პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკური გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში საპორტო-სანავსადგურო ინფრასტრუქტურა,  თითოეული პორტი განვითარდეს და შეიქმნას ახალი პორტები.

„ამასთან, ეს არის 500 ახალი სამუშაო ადგილი, რომელიც ფოთში შეიქმნება, ეს არის 500 კმაყოფილი ოჯახი", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავამ დამსწრე საზოგადოებას, პროექტის ინვესტორს - აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციას (OPIC), ფოთის მოსახლეობას მიულოცა ამ მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება.  „ ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ, დამატებით 5 მლნ ტონაზე მეტი მშრალი ტვირთი გადავამუშაოთ და მივიღოთ, ეს ამაღლებს ჩვენი დერეფნის კონკურენტუნარიანობას.", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

პროექტი აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა. ახალი საპორტო ინფრასტრუქტურა განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე, მშენებლობის ფარგლებში აკვატორია გაღრმავდება 13 მეტრამდე და შედეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება. აღნიშნული ტვირთბრუნვის 5 მილიონ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. პროექტის ღირებულებაა 120 მლნ. აშშ დოლარი. მისი პირველი ფაზის ღირებულება 93 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 50 მლნ აშშ დოლარი OPIC - ის ინვესტიციაა.

აღსანიშნავია, რომ სესხის მოცულობიდან გამომდინარე, ეს არის OPIC - ის მიერ, საქართველოსა და მთელს კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე მაღალი დაფინანსება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics