|
2019-09-30 13:20:56, 944 ნახვა
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველო გლობალურ საზღვაო ენერგო-ეფექტურობის პროექტში ერთ-ერთი წამყვანი საპილოტე ქვეყანაა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, როგორც გაეროს და ნიპონის ფონდის პრესტიჟული სასტიპენდიო პროგრამის კურსდამთავრებულმა, გაეროს გენერალური ასამბლეის კვირეულისა და კლიმატის ცვლილების სამიტში მიიღო მონაწილეობა. სამიტის ფარგლებში გამართულ პანელზე, რომელიც „მდგრადი განვითარების მიზნების" (SDG goals) მისაღწევად კლიმატური ცვლილებების პროცესში ზღვების, ოკეანეებისა და საზღვაო ტრანპორტის მდგრადი გამოყენების მნიშვნელობას მიეძღვნა, თამარ იოსელიანმა საზღვაო ტრანპორტის ეროვნულ პოლიტიკაში კლიმატის ცვლილების ელემენტის მნიშვნელობის შესახებ საქართველოს ხედვაზე ისაუბრა. „საქართველო ერთ-ერთი წამყვანი საპილოტე ქვეყანაა გლობალურ საზღვაო ენერგო-ეფექტურობის პროექტში (GloMEEP). ამ პროექტის ფარგლებში ჩვენი ინიციატივით და ძალისხმევით მოხერხდა სამი სახელმძღვანელო დოკუმენტის შედგენა, რომლებიც უახლოეს თვეებში დაინერგება პრაქტიკაში და სხვა ქვეყნები შეძლებენ, ისარგებლონ ამ გამოცდილებით ნახშიროჟანგით დაბინძურების შესამცირებლად", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა. მისი თქმით, დოკუმენტების შემუშავების პროცესში საქართველო აქტიურად თანამშრომლობდა საზღვაო ინჟინერიის, მეცნიერებისა და ტექნიკის ინსტიტუტთან (IMarEST). საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიო ოკეანის, ზღვებისა და ზღვის რესურსების დაცვისა და მდგრადი გამოყენების, ქვეყნების თანამშრომლობასა და ახალი ტექნოლოგიების, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. მათ შორის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ზღვის გარემოს დაბინძურებისაგან პრევენციის საერთაშორისო კონვენციის (MARPOL) მე-6 დანართში შესულ უმნიშვნელოვანეს ცვლილებებზე, რომლებიც 2020 წლიდან შედის ძალაში და მიმართულია 2050 წლისათვის გემებისგან საერთო წლიური სათბური გაზების 50%-ით შემცირებისაკენ 2008 წლის მონაცემებთან შედარებით. გამოსვლაში თამარ იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა მეზღვაურთა განათლების საკითხზეც. მათ შორის, განსაკუთრებით გაესვა ხაზი გემების ენერგო ეფექტური მართვის შესახებ IMO-ს მოდელ კურსის როლს მეზღვაურების ცნობიერების ამაღლებაში. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა საზღვაო სფეროს 2019 წლის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე: ქალების როლის გაძლიერებაზე საზღვაო ინდუსტრიაში.
(NS)
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)