22:54 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 13:10:01, 1076 ნახვა

ეკონომიკა
ნიკოლოზ ალავიძემ წყალტუბოში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი სანატორიუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ წყალტუბოში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი სანატორიუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით აშენდა. პროექტის განხორციელებაში დაახლოებით 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სანატორიუმში, სადაც 72 ოთახია, 170 ადამიანი დასაქმდა. პროექტის ინვესტორია კომპანია „ბ & ნ".  

ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი სანატორიუმი მოიცავს სასტუმროს, რესტორანსა და საკონფერენციო სივრცეს, ასევე გამაჯანსაღებელ-სარეაბილიტაციო ცენტრს, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ, პროფესიონალ ექიმ-სპეციალისტთა მეთვალყურეობის ქვეშ ჩაიტარონ როგორც სამედიცინო-სამკურნალო პროცედურები, ასევე ისარგებლონ მრავალფეროვანი სარელაქსაციო, სპა მომსახურებით.

აღსანიშნავია, რომ სანატორიუმის ოფიციალური გახსნა სახალხო დღესასწაულის „შემოდგომის წყალტუბოს" დაემთხვა, რომლის დროსაც ქალაქის ცენტრალურ პარკში ჩატარდა განახლებული შადრევნების გახსნის ცერემონიაც. აღნიშნული პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მილიონ 700 ათასი ლარით დაფინანსდა. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics